პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სექტორი შეღავათების მოლოდინშია.
სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა და ტურ-ოპერატორებმა დღეს მთავრობას თავად გააცნეს ის საშეღავათო წინადადებები და შესაძლო წამახალისებელი ღონისძიებები, რაც სფეროში დასაქმებულთა ვაქცინაციის შემთხვევაში შესაძლოა დაწესდეს. ამ სექტორის წარმომადგენლები იმუნიზაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფად უკვე განსაზღვრეს. ტურისტული ობიექტების თანამშრომელთა აცრის შემდეგ სახელმწიფო მათ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში ჩართვას ჰპირდება. თავად სფეროს წარმომადგენლები კი ე. წ. კომენდანტის საათის გახანგრძლივებას და შაბათ-კვირას მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოსალოდნელ შეღავათებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.