არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ წუთებში ტელეკომპანია „იბერიაში“ ტელევიზიის მენეჯმენტსა და ჟურნალისტებს ხვდებიან.
შეხვედრაზე კომპანიაში არსებულ პრობლემებს განიხილავენ. მედია საშუალების თანამშრომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „იბერია“ თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის გამო მიზანმიმართული დემპინგის მსხვერპლი გახდა. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს დაინტერესდეს ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული პროცესებით.