სარჩელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ამ საქმეზე სხდომები 2 თებერვალს განახლდა. „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ამჟამად კი „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას, საქართველოს პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ქონების გაფლანგვას ედავება. ამ საქმეზე კიდევ ორ პირს აქვს ბრალი წარდგენილი – „რუსთავი 2-ის“ ყოფილ ფინანსურ დირექტორსა და დაკავშირებული კომპანიის, „ინტერმედია პლუსის“ დირექტორს. ეს ბრალდება გვარამიას ოფიციალურად წარედგინა 2019 წლის ნოემბერში, თუმცა მანამდე ედავებოდნენ „საწარმოს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას“. გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. დღევანდელ პროცესზე „თეგეტა მოტორსის“ და „პორშეს“ თანამშრომლები დაიკითხებიან.

მოამბე

დატოვე კომენტარი