თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს გამოითხოვს.
როგორც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრის შემდეგ, ეკა ქვლივიძემ განაცხადა, შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ქვლივიძის თქმით, ის თავის საქმიანობას სამოქალაქო ავიაციაში მფრინავი ინსტრუქტორის პიზიციაზე გააგრძელებს და ასევე აღნიშნა, რომ მან თავდაცვის სამინისტროში სამხედრო კადრად დასაბრუნებლად მზაობა გამოთქვა.
მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც უწყებამ მფრინავთან დაკავშირებით 27 მარტს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში დისკრიმინაციის შესახებ არ განუცხადებია და პრეტენზიები სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა.