შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა. მინისტრმა სტუდენტებს მთავრობის ის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც გამყოფ ხაზთან მცხოვრები 1200 სტუდენტი სრულად დაფინანსდება. ისაუბრეს იმ პროექტებზეც, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებში ხორციელდება.
შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა, მინისტრს ოსურად ნათარგმნი საკუთარი მოთხრობების კრებული გადასცა.