პანდემიური კრიზისის დასაძლევად სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.
კონკრეტული წინადადებები მარტიდან გახდება ცნობილი. მანამდე კი სფეროში არსებულ პრობლემებსა და მთავარ გამოწვევებზე ინფორმაცია მთავრობის წევრებმა დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელებისგან პირადად მოისმინეს. პანდემიის დროს მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად სახელმწიფო მომავალში სახელმწიფო პროექტებში სამშენებლო კომპანიების აქტიურად ჩართვას გეგმავს. მათ შორის დევნილთა სახლების მშენებლობა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგულისხმება.