კულტურის მინისტრი სამხატვრო აკადემიის არქიტექტორ-რესტავრატორისა და კულტურული ფასეულობების რესტავრატორის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა. საუბარი სასწავლო პროცესს, რესტავრაციის მიმართულების ცალკე ფაკულტეტად ჩამოყალიბებას, პროფესიის პოპულარიზაციისა და ახალი კადრების დასაქმებას შეეხო. თეა წულუკიანმა სტუდენტებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ეროვნულ მუზეუმში სტაჟირება შესთავაზა. სტაჟიორებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ სარეაბილიტაციო სამუშაოებში. სტაჟირების პროგრამა ხელოვნების ნიმუშებისა და არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციის მიმართულებით მოხდება.