შეხვედრა სალონების ასოციაციასთან

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სილამაზის სალონებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს ბიზნესომბუდსმენმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა,  სფეროს წარმომადგენლებთან. ვიდეოჩართვაში სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტი და დარგის 30-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სილამაზის სალონების ფედერაციის სამუშაო ჯგუფი, აქტიურად იყო ჩართული რეკომენდაციების შემუშავების პროცესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ რეგულაციებში გათვალისწინებულია, როგორც  დარგის  სამუშაო სპეციფიკა, ასევე, მათი შენიშვნები.

ვიდეოჩართვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.