შეხვედრა საგარეო უწყებაში

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარე, ტოივო კლარი სოხუმში გამართული შეხვედრების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ხვდება.

შეხვედრამდე ტოივო კლარმა პირველ არხთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სოხუმში შეხვედრისას ირაკლი კვარაცხელიას საქმეზეც იყო საუბარი.