საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და განხილულ იქნა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობასა და საპარლამენტო დიპლომატიის როლზე. ბრაზილიელი დეპუტატი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთანაც. კლაუდიო კაჟადომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბრაზილიის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.