შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან

 ჯოზეფ ბორელმა დღევანდელი შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯოზეფ ბორელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტს პროცესებზე გავლენა ექნება და რეფორმები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.