ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისევ ვერ შეთანხმდნენ

15:28, 23.07.2024

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ ევროპის მშვიდობის ფონდიდან თანხების განბლოკვაზე, საიდანაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ფინანსდება. ინფორმაცია მედიასთან საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა. „წევრი ქვეყნების უმრავლესობა დაჟინებით მოითხოვდა განბლოკვას, რაც თვეების განმავლობაში ფერხდება. ასევე მათ ისაუბრეს უკრაინის მხარდაჭერის ახალი ფონდის წინსვლის აუცილებლობაზე, რომელსაც წელიწადზე მეტია, ერთი ქვეყანა ბლოკავს“,– განაცხადა ბორელმა. მედია აღნიშნავს, რომ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უნგრეთს გულისხმობდა.

მსგავსი