თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის მასალები უკვე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია.
უწყების დირექტორს ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შეხვდნენ. გარდაცვლილი გოგონას მამა ამბობს, რომ უწყებაში დაინტერესდნენ ყველა დეტალით, რომლის შესახებაც ოჯახს აქვს ინფორმაცია. 23 წლის პროგრამისტის ახლობლებმა ძიების მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებითი ცნობების მიღების პირობაც მიიღეს. ადვოკატი განმარტავს, რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.