თამარ ბაჩალიაშვილის საქმე 

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნით საქმეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს.

გადაწყვეტილება ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო. დაზარალებულის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ გამოძიება უფრო ობიექტურად წარიმართება და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა. ადვოკატის განმარტებით, მისი მთავარი მოთხოვნა საქმეში არსებული ყველა დეტალის გაცნობაა.