ნარკოტიკების შემოტანის საქმე  

ნარკოდანაშაულის საქმე, რომელშიც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანაში ბრალებულთა საქმის არსებითი განხილვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი ერთ-ერთი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 15 ოქტომბრამდე გადაიდო. გამოძიების ინფორმაციით, პირებს რომლებსაც საქართველოში უკანონოდ 100 აბზე მეტი აკრძალული პრეპარატი შემოჰქონდათ, კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე ეხმარებოდა.

საქმის დეტალებს გიორგი კობერიძე ეცნობა.