საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან.
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მხარეებმა შეხვედრაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ფინანსური მდგრადობის საკითხები განიხილეს. აუდიენციის დროს, საერთაშორისო მისია ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებსაც გაეცნენ.
აუდიენციის დასრულების შემდეგ, მხარეებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებულ ანგარიშზეც ისაუბრეს, სადაც აქცენტი გაკეთებულია საქართველოს მიერ საფინანსო სექტორში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.