საქართველოს პრეზიდენტი, შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიების წევრებს შეხვდა. მხარეებმა კონკურსებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ – ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია კი, ლიტერატურის დარგში 2 წელიწადში ერთხელ. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული პრემიას, ის ყოველწლიურად, მეცნიერების დარგში გაიცემა, რისი უფლებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის მარტში, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მიენიჭა.
კონკურსი უკვე გამოცხადებულია, მონაწილეობის მსურველებს, საკუთარი ნაშრომების წარსადგენად 2-თვიანი ვადა აქვთ.
პრეზიდენტმა ხელოვნების და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს დღეს აქტიურობისკენ მოუწოდა.