საერთაშორისო ტურნირი კრივში – გლდანში მდებარე სპორტ-კომპლექსში „თბილისის თასი 2018″-ის გათამაშება დაიწყო. მასში მონაწილეობს როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები.
შეჯიბრში ჩართულია 17 წლამდე ასაკის 152 მოკრივე. შედეგების მიხედვით, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები დაკომპლექტდება.
ტურნირის ორგანიზატორია თბილისის კრივის ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი – თბილისის მერია.