გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და ეუთოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა პარლამენტში. ღონისძიებაზე საქართველოში პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეუთოს მიერ შექმნილი სახელმძღვანელოც წარადგინეს.
წიგნში ასახულია ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი გზები. მონაწილეებმა იმსჯელეს პოლიტიკაში ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობაზე.