დღეს დილიდან ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტის წევრები ქართველ დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრა უკვე რამდენიმე კომიტეტის წევრებთან გაიმართა. შეხვედრაზე დისკუსიის მთავარი საკითხი იყო – საქართველოს ოკუპაცია, ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომი. მხარეებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა გავლენა აქვს უკრაინაში მიმდინარე ომს სხვა ქვეყნებზე.