დაპირისპირებიდან ორი კვირის შემდეგ დიალოგი დაიწყო. პანკისის ხეობაში დღეს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.
ჯოყოლოში გამართულ შეხვედრას 21 აპრილს მომხდარი არეულობის მონაწილეებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს, რამ გამოიწვია ალაზნის პირზე სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის ინციდენტი და რატომ გახდა საჭირო ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცავების შესვლა, მოგვიანებით კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მობილიზება.
ხუთმეგავატიანი ჰესის აშენების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოხსნილია. ხეობის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, რომ 21 აპრილს მომხდარი შეტაკების მონაწილე არცერთი პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგეს.