შეხვედრა პანკისში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კახეთის რეგიონს სტუმრობდა. თეა ახვლედიანი თელავში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელსა და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები.

სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში გაემგზავრა და სოფელ დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებული ხედვა გააცნო და მათი ინიციატივებითა და მოსაზრებებით დაინტერესდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრი უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.

 

დატოვე კომენტარი