პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ადგილობრივები სოფელ დუისში, კულტურის სახლში შეიკრიბნენ.
მოსახლეობა ჰესების აშენებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება.
შეხვედრის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ კანონის ფარგლებში ახალი ჰესების მშენებლობას არ დაუშვებს. პანკისში ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება მათ პროტესტს არ გაითვალისწინებს, დაიწყება პერმანენტული საპროტესტო აქციები.