თეა წულუკიანი ოზურგეთის ისტორიის მუზეუმს ეწვია. კულტურის მინისტრი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მუზეუმის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. წულუკიანმა მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა. ოზურგეთის ისტორიის მუზეუმი 1936 წელს შეიქმნა და მასში არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური კოლექციებია დაცული.