შეხვედრა მოსახლეობასთან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, საპენსიო რეფორმის კამპანიის ფარგლებში, რუსთავში მოსახლეობას შეხვდა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით მოისმინა ადგილობრივების პრობლემები და მათ საკუთარი მოსაზრებები გააცნო. ისაუბრეს პარტიის გეგმებსა და დაპირებებზე. ხაბეიშვილი ითხოვს, განულდეს საპენსიო სესხები და საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს.