სტრიტ არტისტებსა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა თბილისის მერი. ისაუბრეს ამ მიმართულების კიდევ უფრო წასახალისებლად დაგეგმილ ღონისძიებებსა და ხელოვანების მხარდაჭერაზე. მერია ქუჩის მხატვრობის მხარდასაჭერად, 500 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქში უკვე 100-მდე კედელი მოიხატა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ.