ხმაურით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სამუშაო ოთახში.
ქალაქის მერი და გუბერნატორის მოადგილე ადგილობრივ მოსახლეობას და ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს ახმედ იმამკულიევს შეხვდნენ.
მოსახლეობა მარნეული-სადახლოს გზაზე, ავტომაგისტრალზე გარევაჭრობის უფლებას ითხოვს. ზედამხედველობის სამსახურმა მოსახლეობას თვის ბოლომდე მისცა ვადა რათა გარეთ გამოტანილი დახლები აიღონ და გარევაჭრობა შეწყვიტონ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ ათასობით ლარის საქონელი აქვთ შეძენელი და ექვსი თვე ჭირდებათ თავიანთი პროდუქციის გასაყიდად.