შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

დიალიზის სერვისის დაფინანსებისა და აპარატურის განახლების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, დიალიზის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისა და დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირის წარმომადგენლები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სექტორის საჭიროებები მოისმინეს და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ერთიანი სამკურნალო პროტოკოლის შექმნის, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებისა და მათი უწყვეტი განათლების საკითხებს. სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრები და დისკუსიები სამინისტროში პერმანენტულად იმართება.