შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტროში გრძელდება შეხვედრები, სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, ბენეფიციარებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.

მორიგ შეხვედრაზე საუბარი ხანდაზმულთა და შშმ პირებისთვის განკუთვნილი სერვისების გაუმჯობესებას შეეხო. იმსჯელეს გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უწყება ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს.