სამხრეთ აფრიკაში „ბრიქსის“ სამიტი გრძელდება. საერთაშორისო ფორუმზე ორგანიზაციის წევრი ხუთი ქვეყნიდან 4 იმყოფება. ვლადიმირ პუტინი შეხვედრის მონაწილეებს უკვე მეორე დღეა დისტანციურად მიმართავს. ის იოჰანესბურგში ჰააგის სასამართლოს მიერ მისი დაპატიმრების ორდერის გაცემის გამო ვერ გაემგზავრა. დღეს თავის ონლაინ სიტყვით გამოსვლაში პუტინმა უკრაინის ომში დასავლეთი დაადანაშაულა. მან ასევე ისაუბრა „ბრიქსის“ გაფართოების მნიშვნელობაზე. ანალოგიური გზავნილით წარდგა სამიტზე ჩინეთის ლიდერიც. სი ძინპინის თქმით, მსოფლიო რყევებისა და გარდაქმნის ახალ ეპოქაში შევიდა. მან ასევე თქვა, რომ ცივი ომის ეპოქის აზროვნება ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. „ბრიქსის“ წევრები ჩინეთის და რუსეთის გარდა არის სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია და ინდოეთი. ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი კიდევ 20-მა ქვეყანამ ოფიციალურად გამოთქვა, მათ შორის არიან საუდის არაბეთი და ირანი.