სი ძინპინის ვიზიტი უნგრეთში

უნგრეთმა და ჩინეთმა ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 20-მდე ახალ შეთანხმებას, მათ შორს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ორბანთან დისკუსიისას სი ძინპინმა თქვა, რომ პეკინი უნგრეთში ჩინურ ინვესტიციებს გააძლიერებს. უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი საყრდენია. ვიქტორ ორბანმა ასევე უკრაინა-რუსეთის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ ევროპაში უნგრეთის ხმა მარტოა, რადგან ევროპა მხარს უჭერს ომს. აღნიშნა, რომ უნგრეთი ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივას უჭერს მხარს.