შეხვედრა იბიარდის პრეზიდენტთან

დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ბანკის საქმიანობა და მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

დღესვე მამუკა ბახტაძემ მონაწილეობა მიიღო ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული კვლევის პრეზენტაციაში.