მოხდება თუ არა საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ექსტრადიცია – საკითხზე ლავასოღლის ადვოკატი და და, დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით ისინი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. მათი თქმით, ქართული და თურქული მხარეები ექსტრადირების საკითხის მოუგვარებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. რაც შეეხება ლავასოღლისთან დაკავშირებით ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ირინა გორაძის თქმით, პროტესტი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.