შეხვედრა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში

ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. სამუშაო თათბირზე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სოფელ კრწანისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ყაზარმებს, სასადილოს, სპორტულ დარბაზს, გამშვებ პუნქტს, ავტოფარდულს და სხვა საჭირო დამხმარე ინფრასტრუქტურას მოიცავს. ამასთან, ბაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისშიც, თბილისში კი ოთხსართულიანი ყაზარმა აშენდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.