აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ 2019-2021 წლებში საფინანსო ინსტიტუტის მიერ საქართველოში პროექტების დაფინანსება 1.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ ტაკეჰიკო ნაკაომ ფინანსთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე შეხვდა.
საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობას. ბახტაძის თქმით, საქართველო და აზიის განვითარების ბანკის თანამშროლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მოხდება ახალი, პრიორიტეტული მიმართულებების ათვისება. მისივე თქმით, აზიის განვითარების ბანკის მთავარი მიზანია, საქართველოს ინფრასტრუქტურული ფორმირება და სასურველ ნიშნულამდე განვითარება, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სიღარიბის დაძლევა.