პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პარტნიორობის დირექტორატის გენერალურ დირექტორ თომას მაიერ ჰართინგს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა არჩევნები და დემოკრატია იქნება.
დავით ბაქრაძის თქმით, საუბარი შეეხო ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობას, ასევე განიხილეს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრაზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნაზეც იმსჯელეს.