შეხვედრა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიასთან

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალბერტ იონსონს, ხელმძღვანელის მოადგილესა და პოლიტიკურ ანალიტიკოს შეხვდნენ. საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შეეხო. აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო გარემო.

ადგილობრივ არჩევნებს ეუთო/ოდირის 30 გრძელვადიანი მონიტორი და 12 ექსპერტი დააკვირდება. მისიამ წევრი სახელმწიფოებისგან ასევე მოითხოვა 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის გამოგზავნა.