თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა იმართება. მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა დაკავების ფაქტებს. ქართული მხარე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
ნინო ფისაძე დეტალებით.