შეხვედრა ძალოვან უწყებებთან

პრემიერ მინისტრმა სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების კონტროლი დაავალა. აღნიშნულ მექანიზმებზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. გიორგი გახარიამ დავალებები გასცა. ყურადღება გამახვილდა იზოლაციის, კარანტინისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლზე, შეკრების უფლებამოსილების წესისა და დისტანცირების დაცვის აუცილებლობაზე, იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტვირთბრუნვისა და გადაზიდვების შეფერხებები არ იქნება და ამ მიმართულებით პროცედურები გამარტივდება.