როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პოლიტიკა და ახალგაზრდების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში – საკითხზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ხონში ესაუბრა. დისკუსიის მონაწილეებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი უშუალოდ ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა აუდიენციის ორგანიზატორებს საკუთარი მოსაზრებებიც გააცნეს.