აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ანაკლიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გასვლითი სხდომა გაიმართა. ლევან მგალობლიშვილმა სხდომა მიმართვით გახსნა და აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზურ ენაზე მიმართა. მთავრობის წევრებმა აფხაზეთის სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, პოლიკლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტის გზები განიხილეს. საუბარი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები დროებით დევნილი მოსახლეობისთვის განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. სხდომის ფორმატში მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.