შეხვედრა სტუდენტებთან

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების ნაწილს, თავისუფალი ვაჭრობისა და უსაფრთხოების, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განვითარებისა და სექტორული ინტეგრაციის საკითხებს. ასევე, ინტეგრაციის პროცესში სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში.