„ევროპული საქართველოს“ წევრები, დავით ბაქრაძე და სერგი კაპანაძე მერის შუალედურ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატთან, დავით ჭუმბურიძესთან ერთად ჭიათურაში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. მათი განცხადებით, ადგილობრივები უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებებზე, მძიმე სოციალურ ფონსა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ.