პროტესტი გრძელდება „ბორჯომის“ ნომერ პირველ ქარხანასთან. თანამშრომლების ნაწილმა გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციის შეტყობინება უკვე მიიღო. ისინი ახალი ხელშეკრულების პირობებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ თანამშრომლები სამსახურიდან კანონის დარღვევით გაათავისუფლა. პროტესტის მონაწილეებს დღეს უკვე შეხვდა პროფკავშირების წარმომადგენელი.