შეხვედრა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან. აუდიენცია ბიზნესომბუდსმენმა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა გამართეს. განიხილეს სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ეკონომიკის გახსნის, სამუშაო ადგილებზე ვირუსის პრევენციისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესებული რეკომენდაციების დაცვა, მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, ბიზნესსექტორებთან მთავრობის შესაბამისი უწყებების კომუნიკაცია გაგრძელდება.