შეხვედრა ახალციხეში

ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა.

ახალი ინიციატივა საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას და მედიაცია-არბიტრაჟის კომერციულ დავებში გამოყენების ხელის შეწყობას ემსახურება.

ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია აპარატის საქმიანობის შესახებ და ისაუბრა აპარატის როლზე, როგორც მედიატორზე ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის.

მედიაციასა და არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისსა და ფოთში. შემდეგი შეხვედრა თელავშია დაგეგმილი.