კრიზისიდან პოლიტიკურ შეთანხმებამდე

ევროკავშირის მედიაციით შეთანხმების მიღწევას წინ საკმაოდ რთული გზა უძღოდა.

ექვსი თვის განმავლობაში იყო უშედეგო მოლაპარაკებები და მოლოდინი რაუნდიდან რაუნდამდე. 31 ოქტომბრის შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში გადასული ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვდა. ხელისუფლებას და მის ოპონენტებს შორის პოზიციების დაახლოება თავდაპირველად აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. პოლიტიკური სიტუაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად დანიშნული თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ კიდევ უფრო გაამწვავა. დამძიმდა მოწოდებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელთა მთავარი გზავნილი პროცესების პარლამენტში გადატანა და ორივე მხრიდან კომპრომისი იყო. პირველი მარტიდან პროცესის მედიატორობა თბილისში ჩამოსულმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა იტვირთა, თუმცა მისი პირადი წარმომადგენლის ორი ვიზიტი უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკური რეალობა კვირას, ხუთპუნქტიანი დოკუმენტის ორი პუნქტის კორექტირებამ შეცვალა. 19 აპრილს პრეზიდენტის რეზიდენციაში პოლიტიკური შეთანხმება გაფორმდა.