შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალბატონებს შეხვდა. სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალბატონებმა, ქეთევან ციხელაშვილსა და მის მოადგილეს, რეგიონის გამოწვევები და პრობლემები გააცნეს.
სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურობისთვის, შეხვედრის მონაწილეებს, მინისტრმა, მადლობა გადაუხადა.