შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს

კვლავ უცნობია, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც თავად აცხადებენ, „ასი ათასამდე ხელმოწერა“ შეაგროვა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილს, მანამდე არსებული კატეგორიული პოზიცია – „არა და არასდროს“, აღარ დაუფიქსირებია. მისი თქმით, „ეს იქნება ის მორალური გადაწყვეტილება, რომელსაც ჩემით გადავწყვეტ და მარტო მე ვიქნები ამაზე პასუხისმგებელი. ეს არ იქნება გარე ან შიდა ზეწოლის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება,“ – აღნიშნა ზურაბიშვილმა.