შეიწყალებს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს

შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი – საკითხი კვლავ გააქტიურდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პროცესში პრეზიდენტს წვლილის შეტანა შეუძლია. ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სხვა სახელმწიფო ქვეყნების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული საკითხები სალომე ზურაბიშვილის პოზიციას არ განსაზღვრავს. მმართველი გუნდის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.